სანოტარო მომსახურების საზღაური
სანოტარო მოქმედებათა საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და მომსახურების ვადები განისაზღვრება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით.
საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება მხოლოდ შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
1 |
ანდერძის დადასტურება |
16 ლარი; |
2 |
ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა |
10 ლარი |
3 |
ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება |
ერთგვერდიან დოკუმენტზე - თითოეული ხელმოწერისთვის 6 ლარი; |
4 |
დოკუმენტის თარგმანზე დიპლომირებული |
ერთგვერდიან დოკუმენტზე - თითოეული ხელმოწერისთვის 6 ლარი; |
5 |
დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან |
ერთგვერდიანი დოკუმენტისთვის - 4 ლარი; |
6 |
იმ დოკუმენტის ასლის/ამონაწერის გაცემა, |
5 ლარი; |
7 |
ფიზიკური პირის მიერ მინდობილობის/ |
18 ლარი; |
8 |
იურიდიული პირის (ასევე ინდივიდუალური |
30 ლარი |
9 |
მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება |
10 ლარი |
10 |
საზღვაო პროტესტის შესრულება |
300 ლარი |
11 |
მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის |
4 ლარი; |
12 |
ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ |
10 ლარი |
13 |
ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა |
3 ლარი |
14 |
განცხადების პროექტის შედგენა |
10 ლარი |
15 |
განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული |
10 ლარი |
16 |
სააღსრულებო ფურცლის გაცემა |
140 ლარი |
17 |
სააღსრულებო ფურცლის ცვლილება/გაუქმება |
50 ლარი |
- საზღაური ამ პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის: ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა; ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა; გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
- თუ ნოტარიუსი დღგ-ს გადამხდელია, სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურს დაემატება დღგ-ც.
შენიშვნა: პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა) საზღაურის ოდენობა ფიზიკური პირის მონაწილეობით 60 ლარია, იურიდიული პირის (ასევე ინდივიდუალური მეწარმის) მონაწილეობით - 90 ლარი.
გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები
№ |
როცა გარიგების ღირებულებაა |
საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების |
1 |
500 ლარის ჩათვლით |
3% |
2 |
501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით |
15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5% |
3 |
1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით |
27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით თანხის 1,5% |
4 |
2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით |
42,5 ლარი + 2000 ლარის ზევითთანხის 1% |
5 |
3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით |
52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5% |
6 |
5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით |
62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 % |
7 |
20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით |
122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით თანხის 0,3% |
8 |
100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით |
362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით თანხის 0,2% |
9 |
500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით |
1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1% |
10 |
1000000 ლარის ზევით |
1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %. |
სხვა სანოტარო მოქმედებების საზღაურის გადახდის წესი განისაზღვრება აღნიშნული დადგენილებით
საზღაურის ოდენობა
- იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული წესით.
- იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის, საზღაურის ოდენობა შეიძლება, დაწესდეს აღნიშნული წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
- საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
- საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.
ანაზღაურების წესი
ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი მომსახურება:
- სანოტარო მოქმედების შესრულება;
- დოკუმენტის პროექტის შედგენა;
- დოკუმენტის ასლების გაცემა და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
- სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
ყველა სანოტარო მოქმედების საზღაურს, გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა, ემატება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური - 5 ლარი (დღგ-ს გადასახადის ჩათვლით);
დღგ-ს გადამხდელ ნოტარიუსთან სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების საზღაურს დაემატება დღგ.
საზღაურის გადახდის ვადა
საზღაურის გადახადა ხდება მომსახურების გაწევისთანავე.
მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია, მას წარუდგინოს ანგარიში, სადაც დეტალურად არის გაწერილი გაწეული სანოტარო მომსახურების ღირებულება და მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა.
გასაჩივრების წესი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება განთავსებულია ყველა სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას.
თუ პირს მიაჩნია, რომ სანოტარო და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საზღაური არასწორია, უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599