წლეულს ონლაინ რეჟიმში 26 215 სანოტარო მოქმედება შესრულდა

2012 წელს საქართველოში მოქმედი ნოტარიუსების მიერ ონლაინ რეჟიმში შესრულდა 26 215 სანოტარო მოქმედება: 20 949 მინდობილობა/რწმუნებულება, 5 263 განცხადება, თანხმობა და სამი - გარიგება.

საქართველოში სანოტარო მოქმედების ონლაინ რეჟიმში შესრულების პრაქტიკა 2009 წლიდან დაინერგა. განცხადების, ნებისმიერი სახის თანხმობისა და მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინში დამოწმება საქართველოს მოქალაქისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.

გარიგების (იპოთეკის, ყიდვა-გაყიდვის, გირავნობის, ჩუქების და ა.შ. ხელშეკრულებები) ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება კი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რადგან აღნიშნული სანოტარო მოქმედება ონლაინში  ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით სრულდება და საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო აქტი ონლაინ რეჟიმში მოწმდება.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ონლაინ რეჟიმში დამოწმებული სანოტარო აქტების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისით უკვე ხანდაზმული ადამიანებიც აქტიურად სარგებლობენ.  სანოტარო მოქმედების ონლაინში შესრულების პრაქტიკის დანერგვამ  მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებთ, ბევრი პრობლემა მოუხსნა. სანოტარო აქტების დასამოწმებლად მათ აღარ უწევთ საკონსულოებში მისვლა, ზედმეტი თანხისა და დროის დახარჯვა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში