საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მოხუცებს გემრიელი სადილი აჩუქა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სათნოების სახლ „კათარზისს“ ერთი დღის სადილის საფასური გადაურიცხა.
სათნოების სახლს, რომელიც 1989 წლიდან მოქმედებს, ამჟამად 385 მობინადრე ჰყავს. როგორც „კათარზისის“ ხელმძღვანელი მანანა ქოიავა აცხადებს, პალატის მიერ გადარიცხული თანხა მოხუცებს გემრიელად ასადილებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსებთან ერთად,  საქველმოქმედო ღონისძიებებს ხშირად აწყობს. მსგავსი აქციები საახალწლოდაც არის დაგეგმილი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში