სანოტარო ბიურობში ნოტარიუსის თანაშემწეობის კანდიდატთა დასაქმება გრძელდება

ნოტარიუსის თანაშემწეობის 25 კანდიდატიდან 12 მათგანი უკვე სანოტარო ბიუროებში მუშაობს. დანარჩენი კანდიდატებიც ეტაპობრივად დასაქმდებიან. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებლად სწავლება 2012 წლის მარტიდან დაიწყო. მოსამზადებელი კურსები წარმატებით 25-მა უმაღლესი განათლების მქონე პირმა გაიარა. მათი მონაცემები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე მდებარე ელექტრონულ ბაზაში და ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს.

სწავლების კურსი, პროფესიულ სწავლებასთან ერთად, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო უნარების განვითარებასაც მოიცავს. შესაბამისად, სწავლების მიზანი სანოტარო ბიუროების სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდაა. ამასთან, სასწავლო ცენტრში სისტემატურად ხორციელდება სანოტარო ბიურობში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადება.

ნოტარიუსის თანაშემწის მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება უახლოეს მომავალშიც იგეგმება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში