ყველაზე მასშტაბური იუსტიციის სახლი თბილისში გაიხნა
21 სექტემბერს, თბილისში, სანაპიროზე მსოფლიოში ყველაზე
დიდი სერვისცენტრი - იუსტიციის სახლი გაიხსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის
მასიმილიანო ფუკსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა, რომლის საერთო ფართობი
32.000 კვადტარული მეტრია, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას
ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების,
აგრეთვე, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების წევრები, ქვეყანაში
აკრედიტებული საელჩოებისა და მისიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ღონისძიებაში
მონაწილეობისათვის უამრავი სტუმარი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.
თბილისის იუსტიციის სახლი
სახელმწიფო სერვისების გამარტივებისა და მომხმარებლისთვის კომფორტულად მიწოდების კუთხით
სრულიად ინოვაციური პროექტია. მის სივრცეში 300-ზე მეტი მომსახურებაა გაერთიანებული.
საქართველოს მოქალაქეებს აქ ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება, არსებული სტატისტიკიდან
გამომდინარე, სერვისცენტრი დღეში, საშუალოდ 15.0000 მომხმარებელს მოემსახურება.
ყველაზე ინოვაციური სერვისი,
რომელსაც თბილისის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შესთავაზებს, Just Drive და
Just Cafe-ა.
Just Drive-ის საშუალებით
მომხმარებელს პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გატანა შენობაში
შეუსვლელად, უფრო მეტიც, ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,
Just Drive-ს ფანჯარასთან შეეძლება.
კიდევ ერთი სიახლე იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე
კაფის ორმაგი მომსახურებაა, სადაც მომხმარებელს, ფინჯანი ყავის მირთმევის პარალელურად,
შეეძლება ნებისმიერი განაცხადის შევსება იქ მყოფი ოპერატორის დახმარებით, რამდენიმე
წუთში კი ის უკვე მზა დოკუმენტს მიიღებს. ამგვარი მომსახურება არცერთ სხვა ქვეყანაში
არ არის და ის ქართული ნოვაციური ბრენდის ხარისხს კიდევ უფრო უნიკალურს გახდის.
თბილისის იუსტიციის სახლში დემო-ცენტრიც განთავსდება, რომელიც სერვისცენტრის სტუმრებს საქართველოს ისტორიის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. თბილისის იუსტიციის სახლში ასევე განთავსდება სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის ბექ-ოფისები, საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თი-ბი-სი-ს, ლიბერთის და საქართველოს ბანკების ფილიალები.
მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის სპეციალურად იუსტიციის სახლთან გადაადგილების გასამარტივებლად, მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადა მოეწყო, სერვისცენტრი აღიჭურვა ავტომანქანების სადგომით, რათა მომხმარებელს არ დასჭირდეს იუსტიციის სახლისაგან მოშორებით ტრანსპორტის გაჩერება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599