ნოტარიუსებს, უმეტესად, თარგმანის სისწორის დასამოწმებლად მიმართავენ

საქართველოს ნოტარიუსებმა 2009 წლის ნოემბრის თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე  104734  სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ 53761 სანოტარო მოქმედება შესრულდა,  დასავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ –12977, აღმოსავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ  - 21392,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ  -  6797, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 9807 სანოტარო მოქმედება.
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე  თარგმანის სისწორის, დოკუმენტის ასლის დასამოწმებლად  და ხელნაწერის ნამდვილობის დასადასტურებლად მიმართავენ.
სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იძლევა იმის გაანალიზების საშუალებას, თუ რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა 2007 წლიდან დაიწყო.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში