მონღოლეთის დელეგაცია ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს მონღოლეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია. სტუმრებს ბოლო წლებში ნოტარიატში დანერგილი ნოვაციები და რეფორმები გააცნეს. მათი განსაკუთრებული დაინტერესება ონლაინ სანოტარო მომსახურებამ გამოიწვია.

ონლაინ სანოტარო სერვისები 2009 წლიდან ამოქმედებული სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის საფუძველზე დაინერგა.

დღეს საქართველოს მოქალაქეს უკვე შეუძლია ონლაინ რეჟიმში სანოტარო წესით დაამოწმოს: განცხადება, თანხმობა, მინდობილოობა/რწმუნებულება -  მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, გარიგება - საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა.

მონღოლეთის დელეგაციას, ასევე, გააცნეს ნოტარიუსთა ახალი ფუნქციები. ნოტარიუსებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) ფუნქციებიც შეითავსეს. ქონების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის პარალელურად, უკვე სანოტარო ბიუროებშიც არის შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, ნოტარიუსები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პარალელურად, ქორწინება/განქორწინების რეგისტრაციასაც განახორციელებენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში