პარლამენტმა ნოტარიატის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი  პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. აღნიშნული კანონპროექტი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა.
კანონპროექტი  მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით,  მოქალაქეს შეეძლება, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადება ნებისმიერ სანოტარო ბიუროში შეიტანოს. როგორც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია  განმარტავს, დღეს მოქმედი კანონით, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა მოქალაქეს მხოლოდ საკუთარ უბანში მდებარე სანოტარო ბიუროში შეეძლო. „ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კი სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან იქნება შესაძლებელი. ამის საშუალებას  ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრის შექმნა მოგვცემს“, – აცხადებს  ნინო ხოფერია.
აღნიშნული ცვლილების გარდა, კანონპროექტი კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს. ახალი კანონით ნოტარიუსს უფლება ენიჭება, გასცეს სააღსრულებო ფურცლი, როგორც დაგირავებული, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე.  დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება  იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დავებსა  და გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს აგვარიდებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში