ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ დღეს პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა.

ბაჩანა შენგელიამ მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ნოტარიატის სისტემაში ახალგაზრდა კადრების მოსვლას.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება წარმატებით 20-მა იურიდიული განათლების მქონე პირმა გაიარა.

სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება, დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ სწავლებას კი სტაჟიორები  სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გადიან.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს ამა წლის შემოდგომაზე კლავ გამოაცხადებს.

საქართველოში ამჟამად 223 ნოატრიუსია. მათგან 19 ნოტარიუსი 2012 წელს დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი კიდევ 77 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში