საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ პროფესიული დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დღეს, ნოტარიუსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქცია მოაწყო. ღონისძიებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობასა და ნოტარიუსებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია და ნოტარიატის სამმართველოს უფროსი ინგა ქომეთიანიც დაესწრნენ.
ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები (ტკბილეული, საწოვარები, საფენები და სხვა საჭირო ნოვთები) გადასცეს,  თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ – საკვები პროდუქტები. მოხუცებმა სტუმრებს საკუთარი ნაკეთობები აჩუქეს. ნოტარიუსთა პალატა მათ პანსიონატის ბინადართა ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის გამოცემას დაპირდა.
როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატა პროფესიულ დღესასწაულს ყოველწლიურად საქველმოქმედო აქციით აღნიშნავს. „ბავშვთა სახლების დახმარება უკვე ტრადიციად იქცა. ამიერიდან ნოტარიუსთა  დღეს  ხანდაზმულებთან ერთადაც აღვნიშნავთ“, – განაცხადა ნინო ხოფერიამ.   
ნოტარიუსთა პროფესიული დღე, 7 ნოემბერი, საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების, მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი ნოტარიუსის მორჩილებას კონსტანტინოპოლში მე-4 საუკუნეში აღასრულებდნენ. მარკიანე და მარტვირი ყალბი ფაქტის დაუდასტურებლობის გამო მოწამეობრივად აღესრულნენ. ქრისტიანულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში