სემინარი ნოტარიუსებისა და მოქალაქეებისთვის აქტუალურ თემებზე

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სამცხე-ჯავახეთის, ხაშურისა და ქარელის  ნოტარიუსებისთვის ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში“ სემინარი ჩაატარა. სემინარის თემა იყო  ნოტარიუსებისა და მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხები: ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოება, სამემკვიდრეო საქმისწარმოება და „ნოტარიატის შესახებ“  კანონპროექტი.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი სანოტარო აქტების ელექტრონულ რეესტრში  ჩაერთო, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სანოტარო აქტების რეგისტრაციისა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესი. სემინარზე გაიმართა მსჯელობა „ნოტარიატის შესახებ“  კანონპროექტთან დაკავშირებით. ნოტარიუსების მხრიდან გამოითქვა შესაბამისი შენიშვნები და მოსაზრებები.
შეხვედრაზე ნოტარიუსებმა იმსჯელეს, აგრეთვე,  სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ  საკითხებზე, განიხილეს კაზუსები. აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია - ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზზე დარეკილი ზარების დიდი ნაწილიც სწორედ ამ საკითხს ეხება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში