საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დაასაქმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტში“ ჩაერთო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმებული სალომე გარუჩავა მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება.
საქართველოს იუსტიციის მინისტროს მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ და ნოტარიუსთა პალატის თამჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღეს ახალი თანამშრომელი მოინახულეს. 18 წლის სალომეს გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, მაგრამ ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით,  მოქალაქეთა მომსახურება არ გაუჭირდება. იგი დაინტერესებულ პირებს კვალიფიციურ სატელეფონო მომსახურებას საკუთარი სახლიდან გაუწევს და მათ სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. შესაბამისად, მოქალაქეები სანოტარო აქტების შესახებ მათთვის საჭირო ნებიმიერ ცნობას სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტი“ იუსტიციის სამინისტროში 2008 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს.  როგორც ნინო ხოფერიამ აღნიშნა, ნოტარიუსთა პალატა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას მომავალშიც გეგმავს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში