საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს ( CNUE) გენერალურ ასამბლეას სანოტარო სისტემის მიღწევები გააცნო

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა, ნოტარიუსებმა ირმა გოგიამ, ნათია სვანიძემ და ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თეონა წინწალაშვილმა გენერალური ასამბლეის  შეხვედრაზე  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
 
შეხვედრის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის დელეგაციის წევრებმა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს  (CNUE)  საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებთან და საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პალატების დელეგატებთან იმსჯელეს ელექტრონული ნოტარიატის, მათ შორის, იდენტიფიკაციის პროცედურისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის საკითხებზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ხედვები ელექტრონული ნოტარიატის განვითარების მიმართულებით.
 
ბრიუსელში გამართული გენერალური ასამბლეის შეხვედრაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ კოლეგები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში