საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) ინსტიტუციურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ეკატერინე ნანდოშვილმა და გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ გენერალური საბჭოს სხდომაზე ქართულ სანოტარო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების  და ევროინტეგრაციის პროცესში სანოტარო სფეროში მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრეს.
 
ნოტარიუსთა ინსტიტუციური შეხვედრების ფარგლებში გამართულ  სანოტარო სოციალური უსაფრთხოების კომისიის (CSSN) სხდომაში მონაწილეობა მიიღო, ასევე,  ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა დავით იმნაძემ.
სანოტარო სოციალური უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე  მონაწილეებმა იმსჯელეს ნოტარიუსის სოციალური უსაფრთხოებისა და პროფესიული დაზღვევის საკითხებზე.
 
ქართველი ნოტარიუსების აქტიური ჩართულობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციურ შეხვედრებში მნიშვნელოვანია ქართული ნოტარიატის საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოჩენისა და კავშირის წევრი ქვეყნების სანოტარო სფეროს კონკრეტულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
 
ლისაბონში გამართულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციურ შეხვედრებში  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ კოლეგები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში