საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლობამ ბარსელონაში საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის (CAE) სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრება, სანოტარო სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, - ამ და ნოტარიატში განხორციელებული სხვა სიახლეების  და მიღწევების შესახებ ნოტარიუსმა ნინო ხოფერიამ  ისაუბრა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ეკატერინე მარშანიამ და ნოტარიუსმა ნინო ხოფერიამ სხდომაზე განიხილეს, ასევე, ევროპული რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორების ქონებაზე უფლებრივ მდგომარეობას, კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, უძრავი ქონების ტრანზაქციებსა და სანოტარო საზღაურებს.
CAE-ს კომისიის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრება, რაც საქართველოს ნოტარიატის უდიდესი საერთაშორისო წარმატებაა.
მოთხოვნის შესაბამისად, საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიაში  გაიგზავნა მოკლე ანგარიში საქართველოში სასამართლოს განტვირთვისა და სანოტარო სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
მსგავს საერთაშორისო პლატფორმაზე ქართველი ნოტარიუსების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების სანოტარო სფეროს კონკრეტულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. შეხვედრაზე მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს საქართველოში სანოტარო სერვისების დახვეწას, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
ბარსელონაში საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის (CAE) სხდომაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ კოლეგები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში