სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება
ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს.
მომსახურება "მობილური იუსტიციის სახლის" საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომის და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.
პირველი სანოტარო მომსახურება "მობილური იუსტიციის სახლის" ფარგლებში დმანისში, სოფელ ამამლოს მოსახლეობას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოტარიუსმა მარიკა გოგოლაძემ გაუწია.
სანოტარო მომსახურების გაცემის პროცესს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ლაშა ლობჯანიძე დაესწრნენ.
სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი ეტაპობრივად გაიზრდება და მოიცავს ყველა იმ სოფელსა თუ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი ან რაიონში არსებული სანოტარო ბიურო რიგი სოფლების მოსახლეობისთვის შორ მანძილზე ფუნქციონირებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560