სემინარის მთავარი თემა იყო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა საქართველოსა და უცხოეთის ქვეყენებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სიახლის პრაქტიკაში აქტიურად დასანერგად გასატარებელ ღონისძიებებსა და პრობლემატურ საკითხებზე.
2012 წლის მარტიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა. თუკი აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, იჯარის, ქირავნობის, სესხისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკის დანერგვა გარიგების მხარეებს დავის მოგვარებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. დაზარალებულ მხარეს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად აღარ უწევს სასამართლოში წასვლა და ზედმეტი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, ყოველ წელს იზრდება მოქალაქეთა დაინტერესება, რომ ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას ხელშეკრულების პირობებში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობაც ჩაიდოს. 2009 წელს ნოტარიუსის მიერ 201 სააღსრულებო ფურცელი გაიცა, 2010 წელს - 429, 2011 წელს - 1 26, ხოლო 2012 წელს უკვე - 709 სააღსრულებო ფურცელი.
აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა, როგორც შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულების გამარტივებული ფორმა, ლათინური ნოტარიატის წევრ ქვეყნებში (მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი) დიდი ხანია არსებობს.
ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა საქართველოსა და უცხოეთში
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, ნოტარიატში დანერგილი სიახლეების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის მიზნით, ნოტარიუსებისთვის სემინარი ჩატარდა.სემინარის მთავარი თემა იყო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა საქართველოსა და უცხოეთის ქვეყენებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სიახლის პრაქტიკაში აქტიურად დასანერგად გასატარებელ ღონისძიებებსა და პრობლემატურ საკითხებზე.
2012 წლის მარტიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა. თუკი აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, იჯარის, ქირავნობის, სესხისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკის დანერგვა გარიგების მხარეებს დავის მოგვარებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. დაზარალებულ მხარეს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად აღარ უწევს სასამართლოში წასვლა და ზედმეტი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, ყოველ წელს იზრდება მოქალაქეთა დაინტერესება, რომ ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას ხელშეკრულების პირობებში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობაც ჩაიდოს. 2009 წელს ნოტარიუსის მიერ 201 სააღსრულებო ფურცელი გაიცა, 2010 წელს - 429, 2011 წელს - 1 26, ხოლო 2012 წელს უკვე - 709 სააღსრულებო ფურცელი.
აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პრაქტიკა, როგორც შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულების გამარტივებული ფორმა, ლათინური ნოტარიატის წევრ ქვეყნებში (მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი) დიდი ხანია არსებობს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560