სამუშაო შეხვედრა აჭარის ნოტარიუსებთან
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
შეხვედრის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ აჭარაში ახალდანიშნული ნოტარიუსები მოინახულეს, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული თემები ერთობლივად განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე არქივის თანამშრომლებსაც შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ მათ სამუშაო გარემოს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ხშირად სტუმრობს იმ ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს.
მიმდინარე წელს აჭარაში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამატებით 3 ნოტარიუსი დაინიშნა. სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები ნოტარიუსებთან მომავალშიც გაგრძელდება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560