საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

მიმდინარე წლის 15 მარტს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც შედგებოდა ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან,  ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე.
 
აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.
 
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო ულოცავს საქართველოს და ნოტარიუსთა პალატის ყველა წევრს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანოტარო სერვისების განვითარებაში. 
 
დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგ-პროგრამების განხორციელებას.
 
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) პრეზიდენტის, ბატონი მარიუს სტრაკაიტის, შეფასებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება სამართლიანი და დამსახურებული აღიარებაა. 
 
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში