ვაკანსია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში
სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი, პროფესია იურისტი; საჯარო სექტორში იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სანოტარო სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
იურიდიული სამსახურის სპეციალისტის ფუნქციებია:
- ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
- ნოტარიატთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შესაბამისი განმარტებითი ბარათების მომზადება;
- ნოტარიუსთა პალატის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- სანოტარო სისტემის თანამშრომლებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის შესწავლა სანოტარო პრაქტიკის განზოგადების მიზნით სანოტარო პრაქტიკის განზოგადებაში მონაწილეობის მიღება ნოტარიუსთა პალატის სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, ნოტარიატთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სამართლებრივი ხასიათის განცხადებების (კორესპონდენციის)და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხების მომზადება;
- გამგეობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებით იურიდიულ სამსახურთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ:
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560