ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი გაიარეს

პირველადი დახმარების შემთხვევები ნოტარიუსთა პალატის და პალატის არქივის თანამშრომლებმა ტრენერთან ერთად განიხილეს. ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სიმულაციურ ვარჯიშებში და თეორიასთან ერთად განევითარებინათ პრაქტიკული უნარები. ტრენინგის მონაწილეებმა სამედიცინო მანიპულაციები მულაჟის მაგალითზე აჩვენეს.
 
ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებმა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გულის წასვლის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების, გულ-ფილტვის რეანიმაციის, სისხლდენის შეფასების და მართვის, უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრისას გადაუდებელი  პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ მომზადება გაიარეს.
 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა თანამშრომლებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკული უნარების გამომუშავება სიმულატორის დახმარებით. მიღებული ცოდნა შესაძლებელს ხდის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში