იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა!

„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანების შესაბამისად, დასრულდა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში მისაღებ სტაჟიორთა შერჩევის ორივე ეტაპი.
 
პროფესიული ტესტირება 87-მა აპლიკანტმა გაიარა, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად, 2023 წლის კონკურსის საბოლოო შედეგით, ტესტირების ორივე ეტაპი (ზოგადი უნარები/პროფესიული ნაწილი) წარმატებით ჩააბარა 51 კონკურსანტმა.
 
წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატაში გაივლიან. სწავლების კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სტაჟიორები გაივლიან სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში. სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. საგამოცდო და ტესტირების პროცესს, ტრადიციულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში