,,ხელოვნური ინტელექტი მომავლის სამსახურში,“ - კონფერენციის ფარგლებში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები განიხილეს
სიმართლე და სამართლიანობა ხელოვნური ინტელექტის დროს, ხელოვნური ინტელექტის აწმყო და მომავალი, - ამ და თემასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტალინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს. კონფერენციას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები ირმა გოგია და ეკატერინე მარშანია დაესწრნენ.
ხელოვნური ინტელექტის სანოტარო სფეროში დანერგვა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის და მისი წევრი ქვეყნებისთვის პრიორიტეტია. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს და ესტონეთის ნოტარიუსთა პალატებს ტექნოლოგიური კუთხით მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ქართველი ნოტარიუსები მუდმივად არიან ჩართული მსოფლიო სანოტარო ქსელში. კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება და განიხილონ სამომავლო გეგმები.
კონფერენციაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტმა, სამეცნიერო წრის წარმომადგენლებმა, ნოტარიატთა პალატისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა.
კონფერენცია ესტონეთის ნოტარიუსთა პალატის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560