,,გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი”, - ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სტაჟირების გამოცხადების პარალელურად სტუდენტებს შეხვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების კონკურსის დეტალები ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ გააცნო.
იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ნოტარიუსის პროფესიით ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ნოტარიუსის პროფესიის და ნოტარიუსად დანიშვნის ეტაპების შესახებ.
ლექციის დასასრულს მარიკა გოგოლაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
უმაღლეს საგანმანათლებლო წრეებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება ნოტარიუსთა პალატამ 2023 წლის 28 სექტემბერს გამოაცხადა და ის 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამის თანახმად მომავალ იურისტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ ნოტარიუსის პროფესიას, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირების სრული კურსი. კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა სანოტარო პრაქტიკას. პროფესიულ პრაქტიკას მომავალი ნოტარიუსები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში გაივლიან.
დეტალური ინფორმაცია სტაჟირების კონკურის წესისა და პირობების შესახებ ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://www.notary.ge/geo-7049-notariusta-palata-stajiorta-konkurss-acxadebs
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560