იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა
ნოტარიუსობის მსურველებიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 75 ქულა და მეტი, 79-მა აპლიკანტმა გადალახა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანი იყო. გამოცდის პირველი ნაწილი ზოგად უნარებში 1 აგვისტოს ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 144-მა მონაწილემ გადალახა. მეორე ეტაპი კი პროფესიულ გამოცდას დაეთმო.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 185-მა პირმა გამოთქვა.
მონაწილეებს, რომლებმაც პროფესიული ეტაპი წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560