2012 წელს ექვს თვეში ონლაინ რეჟიმში 14 864 სანოტარო აქტი დამოწმდა და 1 008 სააღსრულებო ფურცელი გაიცა

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების მიერ 2012 წლის ექვს თვეში შესრულებული 673 315  სანოტარო მოქმედებიდან ონლაინ რეჟიმში დამოწმდა 14 864 სანოტარო აქტი -  2 810 განცხადება, 12 054 მინდობილობა/რწმუნებულება. 
ინტერნეტის მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულება 2009 წლიდან დაიწყო. ნოტარიუსთან ონლაინ რეჟიმში შეიძლება დამოწმდეს განცხადება, ნებისმიერი სახის თანხმობა და მინდობილობა-რწმუნებულება. აღნიშნული სიახლისადმი მოქალაქეთა დაინტერესება ყოველ წელს იზრდება. 2010 წელს ონლაინ რეჟიმში 7 391 სანოტარო მოქმედება შესრულდა, 2011 წელს - 25 622 სანოტარო მოქმედება.
ონლაინ სერვისის დანეგვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებთათვის, მნიშვნელოვნად გაამარტივა სანოტარო მომსახურების მიღება.  მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ დაამოწმონ სანოტარო აქტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტრო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
ყოველ წელს იზრდება, აგრეთვე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სტატისტიკაც. წლეულს უკვე 1 008 სააღსრულებო ფურცელი გაიცა, 2011 წელს - 1 249 სააღსრულებო ფურცელი, 2010 წელს - 425 სააღსრულებო ფურცელი.
ნოტარიუსთან იპოთეკის, გირავნობის, იჯარის, ქირავნობის, სესხისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებისას, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სამომავლოდ წარმოშობილი დავის შემთხვევაში დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, პირდაპირ ნოტარიუსისგან  იღებს და აღარ უწევს სასამართლოში წასვლა. სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსისგან 2012 წლის მარტამდე  მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების საფუძვლეზე გაიცემოდა, მარტის ბოლოდან კი ასეთი სანოტარო აქტების ნუსხა გაიზარდა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში