სამეწარმეო სამართლის საკითხებზე ნოტარიუსებისთვის სემინარი გაიმართა
ნოტარიუსებმა სემინარზე სამეწარმეო სამართლის პრაქტიკული და თეორიული საკითხები განიხილეს, ექსპერტთან ერთად ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის კუთხით ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ნოტარიუსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ამ მიზნით ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით პერიოდულად იმართება სემინარები ისეთ თემებზე, რომლებიც ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შემთხვევები სწორად გაანალიზონ და ამ მიმართულებით მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შესთავაზონ.
სემინარს აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560