ნოტარიუსთა პალატა შშმ პირებისთვის სერვისების მისაწვდომობაზე მუშაობას აგრძელებს

შშმ პირებისთვის სერვისების მისაწვდომობის  გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს, ნოტარიუსთა პალატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

კერძოდ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იგეგმება ნოტარიუსთათვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა, რომელიც მათ შშმ პირებისათვის სერვისის გაცემის პროცესში პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს. დღის წესრიგშია ამ თემაზე ტრენინგმოდულის მომზადება და ნოტარიუსთა გადამზადება, აგრეთვე ტრენერთა ტრენინგის ჩატარება. 

შშმ პირთათვის სერვისებზე მისაწვდომობის გაუმჯობესება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც სანოტარო სერვისებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე პალატა სანოტარო ბიუროების ადაპტირების პროექტს ახორციელებს. უკვე განსაზღვრულია  თბილისში მდებარე ოფისების საჭიროებები და შემუშავებულია მათი ადაპტაციის კონკრეტული სქემა. შემდეგ ეტაპზე კი პროექტში რეგიონში მდებარე სანოტარო ბიუროებიც ჩაერთვებიან.

სამუშაო შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში