ქართული სანოტარო სერვისების შესახებ სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს

საქართველოში პირველი ქართულ-გერმანული ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების გარიგებების დამოწმების, სააღსრულებო ფურცლის, ნოტარიუსის როლის მხარეთა ინტერესების თანაბარ დაცვაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა  ისაუბრა.
 
ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმზე,  ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი მოხსენებაში ელექტრონულ სანოტარო სერვისებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კი, ელექტრონული სანოტარო აქტის დანერგვისთვის ნოტარიუსთა პალატა სამომავლოდ მუშაობის დაწყებას გეგმავს.
 
ფორუმის მონაწილეებთან ნოტარიატის სფეროში უძრავ ქონებასთან და სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებული გამოწვევები გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის სასამართლო მრჩეველმა, საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარმა წარმომადგენელმა  რიჩარდ ბოკმაც განიხილა.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატასთან. სულ ახლახანს ორი ქვეყნის პალატებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
 
პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბოშტიან შკრლეცმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრებმა, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში