ნოტარიუსთა პალატაში პროექტის - ,,უცხოური ელემენტის შემცველ საქმეებზე სანოტარო მოქმედებათა შესრულების გზამკვლევი" - შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის მიზანი უცხოური ელემენტის შემცველ სამართლებრივ ურთიერთობებში სანოტარო მოქმედებების ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის მყარი გარანტიების შექმნას. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, მასშტაბური კვლევა განხორციელდა და მისი შედეგების საფუძველზე ნოტარიუსებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.
პროექტის ავტორმა, სამართლის დოქტორმა ეკატერინე ბაღიშვილმა 6-თვიანი მუშაობის შედეგები იუსტიციის სამინისტროს, სსიპების წარმომადგენლებთან და ნოტარიუსებთან განიხილა. პრეზენტაციას ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, პალატის და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი "უცხოური ელემენტის შემცველ საქმეებზე სანოტარო მოქმედებათა შესრულების გზამკვლევი" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება.
გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560