ნოტარიუსებმა სემინარზე სამეწარმეო სამართლის პრაქტიკული და თეორიული საკითხები განიხილეს
სემინარზე ნოტარიუსებმა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს და ექსპერტთან ერთად ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის კუთხით ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
სემინარი ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსებმა მიიღეს.
ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ნოტარიუსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. მსგავსი სახის სემინარები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შემთხვევები სწორად გაანალიზონ და ამ მიმართულებით მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შესთავაზონ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560