ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსზე

ნოტარიუსის  თანაშემწის  კანდიდატი  შეიძლება  იყოს  საქართველოს  ქმედუნარიანი  მოქალაქე, რომელსაც აქვს სულ მცირე სრული ზოგადი განათლება (მოიცავს 12 წელს) და ფლობს სახელმწიფო ენას.
 
საბუთების მიღების პირობები:
 
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის  05 ივნისიდან  14 ივნისის ჩათვლით. სასწავლო კურსი დაიწყება 19 ივნისს.
 
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს  საბუთები შემდეგ მისამართზე - assistant@notary.ge

 
ა) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
ბ) CV;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4) ელექტრონულად
 
კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით, სწავლება განხორციელდება 2 ეტაპად, დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის ვადაა 10 კვირა და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსის სასწავლო პროცესი მოიცავს კვირაში სამ დღეს - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00-14:00 საათამდე პერიოდს.
 
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სწავლება მიმდინარეობს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში შემდეგ მისამართზე: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N60.
 
სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეობის კანდიდატს  გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში. აღნიშნული ბაზიდან  კვალიფიციური თანაშემწის შერჩევას ახორციელებს უშუალოდ ნოტარიუსი.
 
სასწავლო კურსის ღირებულებაა  300 (სამასი)  ლარი.  თანხის  გადახდა  უნდა მოხდეს კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის დაწყების წინ.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში