ბათუმში სანოტარო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართა კონფერენცია თემაზე: „ელექტრონული მმართველობა ნოტარიატში და ახალი სანოტარო სერვისების პრაქტიკაში დანერგვა“.კონფერენციაში, ნოტარიუსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
იუტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმაც.
ღონისძიებას თურქეთის იუტიციის მინისტრის მოადგილე დაესწრო.
კონფერეციის ბოლოს ნოტარიუსთა პალატის განახლებული ვებგევრდის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ
განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სტრატეგიული მიზანი უცვლელია -
ნოტარიატში გამარტივებული, ხელმისაწვდომი და ეფექტური სერვისების დანერგვა
და განვითარება.
ნოტარიატში ელექტრონული სერვისები 2009 წლიდან დაინერგა. ონლაინ
რეჟიმში შესაძლებელია: სანოტარო აქტების (განცხადება, თანხმობა,
მინდობილო/რწმუნებულება) დამოწმება, ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა,
ნოტარიუსთა პალატის იურისტთა კონსულტაციის მიღება. მოქალაქეები აღნიშნული
სერვისებით უკვე საკმაოდ აქტიურად სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში
სრულდება. გასულ წელს ინტერნეტის მეშვეობით 25 628 სანოტარო აქტი დამოწმდა,
2012 წელს - 17 000-მდე სანოტარო აქტი.
ნოტარიუსთა პალატა უახლოეს მომავალში სანოტარო საქმიანობაში ID
ბარათების მეშვეობით ელექტრონული ხელმოწერების დანერგვასაც გეგმავს, რაც
უფრო მეტად გაამარტივებს ონლაინში სანოტარო მომსახურების მიღებას. ამასთან,
გაიზრდება ნუსხა იმ სანოტარო მოქმედებებისა, რისი შესრულებაც შესაძლებელი
იქნება ონლაინში.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, აგრეთვე, ახალი სანოტარო
სერვისები. 2012 წლის მარტიდან ნოტარიუსებს რამდენიმე ახალი ფუნქცია
დაემატათ, რაც მოქალაქეს საშუალებას აძლევს როგორც სანოტარო, ასევე,
არასანოტარო მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს. ნოტარიუსს უფლება აქვს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, დაარეგისტრიროს ქონების
უფლება და გასცეს ამონაწერი; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პარალელურად -
დარეგისტრიროს ქორწინება და განქორწინება და გასცეს შესაბამისი მოწმობა;
აღნიშნული სერვისების პრაქტიკაში უკეთ დანერგვის მიზნით, დღეს ნოტარიუსები
საჯარო რეესტრისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოების წარმომადგენლებთან
ერთად იმსჯელეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ისაუბრეს
ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უპირატესობებზე. წლეულს
გაიზარდა ნუსხა იმ სანოტარო აქტებისა, რის საფუძველზეც ნოტარიუსი
სააღსრულებო ფურცელს გასცემს. დღეს მოქალაქეს შეუძლია, ნოტარიუსთან
გაფორმებული იპოთეკა-გირავნობის, სესხის, იჯარის, ქირავნობისა და ფულად
ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე,
სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული ფორმით, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ
ნოტარიუსისგან მიიიღოს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560