ვაკანსია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი, პროფესია სამართალმცოდნე.
საჯარო სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის თანამშრომლებს შორის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებული მასალების საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა;
- ნოტარიუსთა საერთო კრების, გამგეობის სხდომების, კონკურსებისა და პალატაში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია;
- სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსთა პალატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად;
- შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაწერა, მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
- გამგეობის თავმჯდომარის/გამგეობის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ:
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560