ვაკანსია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი, პროფესია სამართალმცოდნე.
საჯარო სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:  
  • სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის საქმიანობის ხელმძღვანელობა; 
  • სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის თანამშრომლებს შორის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებული მასალების საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა; 
  • ნოტარიუსთა საერთო კრების, გამგეობის სხდომების, კონკურსებისა და პალატაში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია;  
  • სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
  • სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსთა პალატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად;  
  • შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაწერა, მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; 
  • გამგეობის თავმჯდომარის/გამგეობის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
 
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/78789?active=1

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში