ნოტარიუსთა პალატის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საქმის წარმოების თავისებურებებსა და ცალკეული ტექნიკური საკითხების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს
შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ ისაუბრა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ორივე უწყების მიერ გასატარებელი ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელებაზე.
სამუშაო შეხვედრის მიზანი სააღსრულებო საქმის წარმოების დროს მოქალაქის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ეფექტური მომსახურებაა.
შეხვედრაში მონაწილეობა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, იურისტებმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560