საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ნოტარიუსთა პროფესიულ კანონმდებლობაში ცვლილებები, ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის შესრულება, სანოტარო დამოწმებისას ფულის გათეთრების რისკების პრევენცია, რეგიონებში ნოტარიუსების დამაგრება, შშმ პირთათვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.
გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა რიხარდ ბოკმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან დავით ფუტკარაძესთან და ნოტარიუსებთან, კერძო სამართლის და ნოტარიატის კვლევითი ცენტრის დაფუძნების თემაც განიხილა და ქართულ მხარეს ამ მიმართულებით არსებული გერმანული პრაქტიკა გაუზიარა.
სამუშაო შეხვედრა ქართულ-გერმანული ნოტარიატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560