ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა
გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები კრებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ წარუდგინა.
შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ნოტარიუსთა პალატამ შშმ პირებისთვის სანოტარო მომსახურების სრულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ეტლით მოსარგებლეთათვის სანოტარო ბიუროში შეღწევადობის კუთხით, თბილისში არსებული სანოტარო ბიუროების კვლევა ჩაატარა.
სამომავლოდ კი მომზადდა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილების პროექტი, რომელიც ბიუროს პარამეტრად შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითვალისწინებს.
დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე არქივის დიგიტალიზაციაზეც ისაუბრა. სანოტარო არქივის გაციფრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით, სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებთან საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც ისაუბრა.
,,გასული წლის სიახლეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65- დან 70 წლამდე გაიზარდა. ეს დაპირება იუსტიციის მინისტრმა შარშან, ნოტარიუსთა საერთო კრებაზე გააჟღერა და ის სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა“, - აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.
ნოტარიუსები, თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევამდე, უფლებამოსილების განხორციელებას იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.
კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 2022 წელს თანამდებობაზე სულ 13 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონში კი, სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560