ლათინური ნოტარიატის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ლიეტუვის ნოტარიატის საიუბილეო კონფერენციაზე იმსჯელეს
ვილნიუსში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე დაესწრო. კონფერენციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ლიეტუვას იუსტიციის მინისტრი, სეიმის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში ლათინური ნოტარიატის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ნოტარიატის ადგილი თანამედროვე მსოფლიოს სამართალში, მისი ურთიერთქმედება საზოგადოებასა და სხვა იურიდიულ პროფესიებთან, ნოტარიუსის პროფესიის შემდგომი განვითარების ასპექტები და მისი კომპეტენციების გაფართოება.
საქართველოს ნოტარიატი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდანაა. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად. კავშირი ერთხმად აღიარებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, როგორც საქართველოს ნოტარიატის უმაღლეს წარმომადგენლობას და მას ამ კავშირის წევრებისთვის დადგენილ უფლებასა და პრივილეგიას ანიჭებს.
კონფერენცია - „ლათინური ნოტარიატი ლიეტუვაში - 30 წელი“ - საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560