სანოტარო მომსახურება კიდევ 8 რაიონში გახდა ხელმისაწვდომი
ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ლენტეხში, თიანეთში, ონში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში.
იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სანოტარო სერვისების.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2022 წლის იანვრიდან დღემდე თანამდებობაზე სულ 20 ახალი ნოტარიუსი დაინიშნა. შესაბამისად, სანოტარო მომსახურება რიგ სოფლებსა და დაბებში უკვე ხელმისაწვდომია, ზოგიერთ რაიონში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს. ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ისეთ რაიონში ახორციელებს, სადაც სანოტარო სერვისები სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ ახალ დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიული წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის, ადამიანური რესურსების მართვის და იურდიული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560