შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებთან
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პროექტის წამყვანმა ექსპერტებმა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე ჰენდრიკუს ვან ბოქსმეერმა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საკითხებში იგორის კრზეცკოვსკიმ, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებს პროექტის დანიშნულება გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნოტარიუსებისათვის სამომავლოდ ტრენინგების ჩატარება დაიგეგმა.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სასწავლო ცენტრის უფროსი ინგა ქომეთიანი და პალატის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ნინო ხარიტონაშვილი და ჯაბა ჯამაგიძე ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560