საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსის ქართული თარგმანი გამოსცა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა. მხარეებმა წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომლის შედეგად ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსის ქართული თარგმანი გამოიცა.
გამოცემის ინიციატორი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაა, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოა.
დავით ფუტკარაძემ და ქ-ნ მააიკე ვან კოლდამმა ქართული ნოტარიატის განვითარებისათვის სამართალთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სფეროში თანამედროვე ევროპული სამართალშემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე, კერძო სამართლის სფეროში მოღვაწე იურისტებისთვის და სტუდენტებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, - აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მააიკე ვან კოლდამს მადლობის სიგელი გადასცა.
ქ-ნ მააიკე ვან კოლდამმა აღნიშნა, რომ საელჩო ნოტარიუსთა პალატასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
სანოტარო სამართალთან და ზოგადად, სამართალთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის თარგმნა ნოტარიუსთა პალატამ 2015 წლიდან დაიწყო. პროექტის მიზანი უცხოენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა და ქართველი ნოტარიუსებისათვის ევროპული პრაქტიკის უკეთ გაცნობაა.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე და თარგმანის ავტორი, იურისტი ზურაბ ჭეჭელაშვილი ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560