ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა

საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კრებაზე ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და განიხილეს წლიური გეგმები.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა ნოტარიუსებს, ისაუბრა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში ნოტარიუსების საქმიანობის განსაკუთრებულ წვლილზე და მადლობა გადაუხადა ნოტარიუსებს მათი მოღვაწეობისათვის.

მინისტრმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო და ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსთა ზღვრული ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდა იგეგმება.

გამგეობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსთა პალატის და თითოეული ნოტარიუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი სიახლეები წარუდგინა. სულ მალე მოქალაქეებს ონალიან სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. მობილურ აპლიკაციაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სხვა სასარგებლო ფუნქციონალი - სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი.

კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომლებმაც გასულ წელს გაიარეს სამინისტროში ჩატარებული შესარჩევი კონკურსი და ნოტარიუსების პოზიციაზე დაინიშნენ. ნოტარიუსთა პალატას 18 ახალი ნოტარიუსი შეუერთდა, რითაც გაიზარდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დასახლებათა რიცხვი, სადაც შესაძლებელი გახდა სანოტარო მომსახურების მიღება.

ახალდანიშნული ნოტარიუსები არიან: თეა ციცხვაია (მცხეთა, სოფ. საგურამო), ნინო თვალმიხელაშვილი (ქ. გურჯაანი), თეა ედიშერაშვილი (გარდაბანი, სოფ. მარტყოფი), თამთა მაისურაძე (დაბა ასპინძა), ლალი ზვიადაძე (ქ.ვანი), მარი ჯვარშეიშვილი (გარდაბანი, სოფ. გამარჯვება), ნიკოლოზ ბერიკაშვილი (ქ.სიღნაღი), ნათია ჯმუხაძე (ქ.წალკა), გიორგი მეტრეველი(დაბა ადიგენი), ლანა კიკვაძე (დაბა ცაგერი), ქეთინო ტუნაძე (დაბა შუახევი), გვანცა მიქიაშვილი (ქ. საგარეჯო), ანა იმერლიშვილი (გურჯაანი, სოფ. ჯაჭრეთი), მარიამ მაკარიძე (ქ.გურჯაანი), ეკატერინე ნიკოლაძე (ქ.თერჯოლა), სალომე გვარჯალაძე (ქ. ბორჯომი), ლიანა მოდებაძე (ქ.გურჯაანი), ნინო კაკაბაძე (ქ.კასპი).

საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებები მიენიჭათ.

,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: მერაბ ფარჯიკიას, ნანი სიდამონიძეს, მედეა დემეტრაშვილს, რომან კოსტანიანს, ეკატერინე მარშანიას.

,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ ნოტარიუსები: ირმა ფირცხალავა, ალექსანდრე მამისაშვილი, თამარ ფიცხელაური, მაია მეტრეველი, იამზე ქუთათელაძე-იოსელიანი, ბელა მაკალათია.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში