ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
სანოტარო მომსახურება საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე და აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით საგურამოში, ასპინძაში, ადიგენში, ვანში, თერჯოლაში, შუახევში, მარტყოფში, გამარჯვებაში, სიღნაღში, წალკაში, ცაგერში, საგარეჯოში, გურჯაანსა და კაჭრეთში დაინიშნენ.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
დავით ფუტკარაძემ ახალ დანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო სერვისების თაობაზე ესაუბრა და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ახალდანიშნულები ნოტარიუსები სანოტარო საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაიწყებენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560