ნოტარიუსთა პალატის საერთო კრებაზე დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდება მიანიჭა.
,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: თინათინ დევდარიანს, ნარგიზა ჯანხოთელს, ოთარ ზოიძეს და მარიკა გოგოლაძეს.
,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ შემდეგი ნოტარიუსები: ლამარა დიდებაშვილი, ზაირა ცარციძე, რიმა ზურაბიანი, თამილა გოგატიშვილი, ლია ირემაძე, ლია ვადაჭკორია, მანანა ჯიქია, მერაბ ფარჯიკია, ელისო ყურაშვილი, თამარ ონიანი, ლიანა მინაძე, ამირან ჯამბურიძე და ქეთევან ჭაფოძე,
ნოტარიუსებს, რომლებსაც ზღვრული ასაკის გამო შეუწყდათ უფლებამოსილება, ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ნოტარიუსთა საერთო კრებაზე ფიცი დადეს ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმაც. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს დაინიშნა 4 ნოტარიუსი ისეთ რეგიონებში, რომლებიც მანამდე მოკლებული იყო სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560