ნოტარიუსთა პალატა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ნოტარიუსების შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.
საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ დაესწრება დღევანდელ განხილვას, „რადგან ეს არ არის საკრებულო, ეს არის ნოტარიუსთა პალატა”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსები ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მხრიდან მოხსენიებულნი არიან შეურაცხმყოფელ და მათი საქმიანობის დამაკნინებელ კონტექსტში, სავარაუდოდ მსგავსი მიდგომა ნოტარიუსთა პალატის მიმართ, წარსულში არსებული იმ მანკიერი პრაქტიკის გამოძახილია, როდესაც მოქალაქეებს აიძულებდნენ, ქონება საკუთარი ნების წინააღმდეგ გაესხვისებინათ და დაემოწმებინათ ნოტარიუსის ჩართულობით.
სწორედ ეს მძიმე მემკვიდრეობა დაედო საფუძვლად იმ ღონისძიებებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ ნოტარიუსის პროფესიის რეპუტაციის ამაღლების მიზნით 2013 წლის შემდეგ განხორციელდა:
Ø დაიწყო და წარმატებით დასრულდა ნოტარიუსის საქმიანობის დეპოლიტიზაცია;
Ø სანოტარო სერვისები გახდა მორგებული მოქალაქეების საჭიროებაზე - 2013 წელს ამოქმედდა ახალი სერვისი − დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა − სანოტარო მედიაცია, რომელიც 2016 წელს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა;
Ø შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; დაიწყო სარეკლამო კამპანია „მე ვენდობი ნოტარიუსს“; დაინერგა სერვისები „ონლაინკონსულტაცია ნოტარიუსთან“; და „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“;
Ø სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ისეთ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც არასოდეს ყოფილა ხელმისაწვდომი ნოტარიუსის მომსახურება - ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის დასამოწმებლად მიმართავენ ნოტარიუსს, შედეგად, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ნოტარიუსთა პალატისადმი დამოკიდებულება რადიკალურადაა შეცვლილი სანოტარო საქმიანობის და ნოტარიუსების მიმართ. ნოტარიუსის მიმართ ნდობა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560