ნსკ-ის წევრი ნოტარიატების საერთო კრებისა და გენერალური საბჭოს ერთობლივი ონლაინ შეხვედრა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური  საბჭოს წევრმა, ნოტარიუსმა მანანა გოგაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ნოტარიატის კავშირის  საერთო კრებასა და გენერალური საბჭოს სხდომაში. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ასევე ნოტარიუსი დავით ოყროშიძე.
საერთაშორისო სხდომა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა  ქ-მა ქრისტინა არმელამ გახსნა.  ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს ნსკ-ის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები და დასახულ იქნა კავშირის  სამომავლო გეგმები.
სხდომის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ნოტარიატი პანდემიის პირობებში,  განხილულ იქნა გამოწვევები და ნოტარიატის ფუნქციათა პერსპექტივები ვირტუალურ კონტექსტში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. მსგავსი შეხვედრები იმართება ყოველწლიურად და მიზანად ისახავს მიმდინარე  და აქტუალური თემების განხილვას და წევრი ნოტარიატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას. ​
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში