ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა ზურაბ ჭეჭელაშვილმა უკრაინის, ბელორუსის და ლიტვის ნოტარიუსთა პალატების მიერ ორგანიზებულ საერთშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო ,,ნოტარიატის, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მუშაობა და განვითარება პანდემიის პირობებში".
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე საერთაშორისო ვებ სიმპოზიუმზე წარსდგა მოხსენებით - ,,პანდემიის გავლენა საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების პროცედურებზე."
დავით ფუტკარაძემ კოლეგებს გააცნო საქართველოს ნოტარიატის მუშაობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში და ისაუბრა იმ მექანიზმებზე, რითაც ნოტარიუსთა პალატამ მოახერხა ეპასუხა პანდემიის პირობებში მის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის.
ონლაინ კონფერენციის თემა პანდემია და სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იყო. ონლაინ შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ნოტარიუსების მიერ მოქალაქეების მიღების წესი პანდემიის დროს, სამუშაო გრაფიკი, ელექტრონული სერვისები და სხვ.
საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ კოლეგები ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან და აზერბაიჯანიდან.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში