განცხადება, თანხმობა

საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.


ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?

ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.

 

რა არის საჭირო განცხადების ან თანხმობის ონლაინში დასამოწმებლად?

განცხადების ან თანხმობის ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა, ყურსასმენი. 

სანოტარო აქტის ონლაინში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.

 

როგორ მოვიძიოთ ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია?

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და „ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია.

ვინ უნდა ესწრებოდეს ონლაინში პირის განცხადების  დამოწმების პროცესს?

ონლაინ რეჟიმში განცხადების ან თანხმობის დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
1. ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.

2. მოწმე - პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში