საქართველოს ნოტარიუსთა პალატის განცხადება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაცნობებთ, რომ სანოტარო სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ დროებით სანოტარო ბიუროებში.  ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 12 დროებითი სანოტარო ბიურო შემდეგ მისამართებზე:

  1. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელი);
  2. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 (თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი);
  3. თბილისი, უზნაძის ქ. №2 (ქორწინების სახლი);
  4. თბილისი, წერეთლის გამზირი N8 (დანაშაულის პრევენციის ცენტრი);
  5. გორი, დ. გურამიშვილის ქუჩა N5 (იუსტიციის სახლი);
  6. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N29 (იუსტიციის სახლი - ქორწინების სახლი);
  7. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70;
  8. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №20 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის შენობა);
  9. ზუგდიდი, თეატრის ქ. №2 (ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი);
  10. თელავი, ერეკლე მეორეს ქუჩა N3 (იუსტიციის სახლი);
  11. ოზურგეთი, პეტრიწის ქუჩა 9 (იუსტიციის სახლი);
  12. ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა N93 (იუსტიციის სახლი).

დროებითი სანოტარო ბიუროების გარდა სხვაგან არსად არ არის შესაძლებელი სანოტარო მომსახურების მიღება. ყველა განცხადება ან დაპირება, რომ რომელიმე კომპანიას ჰყავს „თავისი ნოტარიუსი“ და შეუძლია, დაგეხმაროთ სანოტარო სერვისის მიღებაში, არის ცრუ ინფორმაცია და ამგვარი განცხადების მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება მოქალაქეების  შეცდომაში შეყვანის გზით.

იმისათვის, რომ არ გახდეთ არაკეთილსინდისიერი ადამიანების მსხვერპლი,  საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოგიწოდებთ, სანოტარო მომსახურების მისაღებად მიმართოთ მხოლოდ დროებით სანოტარო ბიუროებს. სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია კი მიიღოთ მხოლოდ ოფიციალური არხებით,  როგორებიცაა:

ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776) და იურიდიული კონსულტაცია (2 206 777);

ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი https://www.notary.ge/

ნოტარიუსთა პალატის გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/notariustapalata/

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში